გლოვოს აპლიკაციის გამოყენების დროს, როდესაც შეკვეთის შესრულების პროცერსში იმყოფებით, Qover-ი და Chubb-ი გთავაზობენ უფასო დაზღვევას. აღნიშნული დაზღვევა მოქმედია გლოვოს აპლიაკაციაში შეკვეთის შესრულების მიზნით შესვლის მომენტიდან, შესრულების შემდგომ ერთი საათის განმავლობაში. რაც ნიშნავს, რომ შეკვეთის შესრულების პროცესში უბედური შემთხვევის დადგომის შემთხვევაში, დაზღვევა მოქმედია. ქვემოთ მოყვანილი დეტალები მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვისაა და არ წარმოადგენს ხელშეკრულების ნაწილს. იხილეთ წესები და პირობები დაფარვისა და გამონაკლისების სრული ჩამონათვალისთვის.
თუ უბედური შემთხვევა მოხდა გლოვოს გამოყენებისას
* გამონაკლისების და დაზღვევის მოქმედების სრული სია იხილეთ დაზღვევის ზოგად პირობებში
თუ უბედური შემთხვევის შემდეგ შრომისუნარიანობა შეგეზღუდებათ და ეს ხელს შეგიშლით საქმიანობის შესრულებაში, დაზღვევა დაფარავს პოლისით გათვალისწინებული ანაზღაურების ოდენობას. კომპენსაციას მიიღებთ შრომისუნარიანობის დროებით სრული შეზღუდვის მერვე დღიდან.
უბედური შემთხვევის დაფარვა უზრუნველყოფს ფინანსურ მხარდაჭერას იმ შემთხვევაში თუ გლოვოს აპლიკაციაში შეკვეთის შესრულების დროს, უბედური შემთხვევის შედეგად ვერ მუშაობთ. ბინის ქირის, გადასახადების, სამედიცინო ანალიზების, მედიკამენტების და საავადმყოფოს ხარჯები უბედური შემთხვევის შედეგად შეიძლება მნიშვნელოვან თანხებს უკავშირდებოდეს. სადაზღვევო დაფარვა დაგეხმარებათ მათ გადახდაში.
თუ ავადმყოფობის გამო ვერ ახერხებთ გლოვოს აპლიკაციის მეშვეობით საკურიერო მომსახურების გაწევას, სადაზღვევო კომპანია პოლისში განსაზღვრული პირობებით უზრუნველყოფს ანაზღაურებას. ანაზღაურების ათვლა იწყება ავადობის მე-8 დღიდან.
ეს დაზღვევა თქვენს ახლობლებს ფინანსურად უზრუნველყოფს უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევაში. ასევე, ეს დაზღვევა გიცავთ მაშინ, თუ უბედური შემთხვევის შედეგად შრომისუნარიანობა სრულად ან ნაწილობრივ შეგეზღუდებათ.
დაზღვევით იფარება სამართლებრივი ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს დაცვასა და შესაძლო მოთხოვნების წარდგენასთან.
თუ უბედური შემთხვევის გამო შრომისუნარიანობა მუდმივად შეგეზღუდებათ, დაზღვევა დაფარავს პოლისში მითითებულ თანხის ოდენობას.
სავარაუდოდ, პასუხს ხშირად დასმულ შეკითხვებში იპოვით.