ნახეთ ყველა თქვენს კითხვაზე პასუხი Glovo– თან კოლაბორაციისას უბედური შემთხვევის განაცხადის შესახებ

Back
როგორ უნდა მოვიქცე უბედური შემთხვევისას?

გამოიჩინეთ სიფრთხილე! თუ უბედურება შეგემთხვევათ, პირველ რიგში, უნდა დარწმუნდეთ, რომ არც ერთი მხარე არ დაშავებულა. თუ ვინმე დაშავდა ან საფრთხე ემუქრება, დარეკეთ სასწრაფო დახმარების ნომერზე და დარწმუნდით, რომ თქვენს დასახმარებლად მოდიან. შემდეგ, გაუცვალეთ სრული საკონტაქტო ინფორმაცია (პირადობის მოწმობაში ასახული სახელი და გვარი, ელფოსტა, ტელეფონის ნომერი, მისამართი) სხვა მხარეებს და შესაძლო თვითმხილველებს. გადაიღეთ სატრანსპორტო საშუალების ან სხვა საკუთრების შესაძლო დაზიანების ამსახველი ფოტოები. მოგვიანებით, შეძლებისდაგვარად სწრაფად, წარადგინეთ მოთხოვნა სადაზღვევო დაფარვის მისაღებად.

როგორ წარვადგინო მოთხოვნა?

უბრალოდ შეავსეთ ფორმა https://glovo.qover.com/

საჭიროა თუ არა ამ დაზღვევის გააქტიურება?

არა, თქვენზე დაზღვევა ავტომატურად ვრცელდება, ამიტომ არაფრის გაკეთება არ გჭირდებათ.

საკუთრების ზიანი ანაზღაურდება?

გლოვოს მიერ შემოთავაზებული ეს დაზღვევა არ ფარავს თქვენი საკუთრების (მაგ: ველოსიპედი, მობილური, მოტოციკლი ან მანქანა) ზიანს. თუმცა, თუ სატრანსპორტო საშუალებით მიტანისას, ავარიულ სიტუაციას შექმნის სხვა სატრანსპორტო საშუალება, მისმა სავალდებულო საავტომობილო დაზღვევამ შეიძლება აანაზღაუროს თქვენი საკუთრებისთვის მიყენებული ზიანი. რადგან მიტანისას ველოსიპედს მართავთ, შეგიძლიათ დამატებითი სადაზღვევო მომსახურებით ისარგებლოთ, საკუთრების ზიანის ასანაზღაურებლად. ამისათვის, გთხოვთ, პირდაპირ დაუკავშირდეთ თქვენს პროვაიდერს

მოთხოვნის წარდგენისას რა სახის ინფორმაციას გაწვდით?

გთხოვთ, მოამზადეთ სულ მცირე ეს ინფორმაცია:  

თქვენი ხელშეკრულების დეტალები (სახელი, გვარი, ელფოსტა...)

სატრანსპორტო საშუალების ტიპი, რომელსაც მართავდით

შემთხვევის თარიღი და დრო შემთხვევის ადგილი

შემთხვევის აღწერა თქვენი დაზიანებების აღწერა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

მოთხოვნის ტიპიდან გამომდინარე, მოგეთხოვებათ

მტკიცებულებების ატვირთვა (არასრული სია):

- სამედიცინო ცნობა

- სამედიცინო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს ჩატარებულ სამედიცინო კვლევებს (რენტგენი, ულტრაბგერითი გამოკვლევა...)

- პოლიციის ან უბედური შემთხვევის ანგარიში...

- ხარჯების ქვითრები - გარდაცვალების მოწმობა

- ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც საშუალებას იძლევა დადგინდეს მოვლენის მიზეზი და შედეგები

- ნებისმიერი შესაბამისი ფოტო (მაგ., დაზიანების ამსახველი)

რა სახის დოკუმენტები უნდა წარვადგინო?

სხეულის დაზიანების შემთხვევაში, პირველ რიგში, ან ექიმს უნდა გაესინჯოთ, ან საავადმყოფოში უნდა მიხვიდეთ. პერსონალური უბედური შემთხვევისას, მოთხოვნა ყოველთვის მტკიცებულებაზე დაყრდნობით კმაყოფილდება, შესაბამისად, მათ მისაღებად, ექიმისა თუ საავადმყოფოსგან უნდა მოითხოვოთ საჭირო დოკუმენტები. მოთხოვნის ტიპიდან გამომდინარე, მოგეთხოვებათ სხვადასხვა მტკიცებულების ატვირთვა. რაც უფრო სრულ დოკუმენტს დაურთავთ მოთხოვნას, მით უფრო სწრაფად განიხილება თქვენი განაცხადი

როგორ მივიღებ კომპენსაციას, თუ ჩემი მოთხოვნა დადასტურდება?

მოთხოვნის მენეჯერი შეაგროვებს ყველა ინფორმაციას და დოკუმენტს, რომელიც საჭიროა თქვენი მოთხოვნის დასამუშავებლად. მოთხოვნის დადასტურების შემდეგ, კომპენსაციას შეძლებისდაგვარად მალე მიიღებთ. ანაზღაურება ჩაირიცხება თქვენს საბანკო ანგარიშზე. ანაზღაურების მისაღებად, მოთხოვნის მენეჯერი მოგთხოვთ თქვენი საბანკო ანგარიშის ნომრის მიწოდებას IBAN ფორმატში.

რას გულისხმობს გლოვოს პარტნიორი კურიერის დაზღვევა?

ეს არის სადაზღვევო დაფარვა, რომელიც სრულიად უფასოა თქვენთვის, როგორც გლოვოს პარტნიორი კურიერისთვის. გლოვო არის დამზღვევი და თქვენ ხართ მოსარგებლე.

ჩვენ ყოველთვის აქ ვართ თქვენთვის. ნუ მოგერიდებათ, თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, დაგვიკავშირდით!

Margo Meskhi
mmeskhi@rib.ge
Ia Manjgaladze
imanjgaladze@rib.ge
By Post
Resolution Insurance Brokers Georgia28 A.Griboedov str.
Tbilisi, 0108